კლასიკურ რალიში ჩემპიონი გამოვლინდა
კლასიკურ რალიში ჩემპიონი გამოვლინდა

ფრანგი ავტომრბოლი სებასტიან ოჟიე (ფორდ ფიესტა) მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ რალიში, კარიერაში მეექვსედ გახდა. მან ტიტული სეზონის ბოლო ეტაპზე – ავსტრალიის რალიზე გაინაღდა. ოჟიე მეხუთე მივიდა ფინიშთან და საერთო ჩათვლაში პირველობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც დისტანციას მისი კონკურენტები – ტიერი ნოივილი და ოტ ტანაკი ჩამოშორდნენ.

ოჟიემ ჩემპიონატი 204 ქულით დაასრულა. ბელგიელ ნოივილს 201 ქულა აქვს, ესტონელ ტანაკს – 181.

ნოივილი (Hyundai) ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ტანაკი (Toyota) კი ზედიზედ მეორედ გავიდა მესამე ადგილზე.
ავსტრალიის გრანპრის გამარჯვებული ფინელი იარი-მატი ლატვალა გახდა.