კლასიკოს წინ, სერხიო რამოსი ახალგაზრდა სტალინს შეადარეს

22:24, 01.03.2019

ესპანურმა გამოცემა „ასმა“ (AS) „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩის წინ, იპოვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც ორივე გუნდის მოთამაშეებს ჰგავს.

მაგალითად, „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შეადარეს ახალგაზრდა სტალინს…

ესპანეთის ჩემპიონატის რანგში „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი ორ მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, „ბარსამ“ ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „რეალს“ მადრიდში 3:0 მოუგო.

მსგავსი