„კლასიკოს“ დროს ქარიმ ბენზემას სახლი გაქურდეს
„კლასიკოს“ დროს ქარიმ ბენზემას სახლი გაქურდეს

„რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის ესპანეთის თასის განმეორებითი ნახევარფინალის დროს, მადრიდული კლუბის ფორვარდის ქარიმ ბენზემას სახლი გაქურდეს, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“ (Marca). არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რისი წაღება მოახერხეს ქურდებმა.

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა მიმდინარე სეზონში. მანამდე, კევინ-პრინს ბოატენგის, ჟორდი ალბას (ბარსელონა), სადიო მანეს (ლივერპული), ტიაგო სილვას, დანი ალვეშის, ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგის (პარი სენ-ჟერმენი), აგრეთვე „მარსელის“ პრეზიდენტის ჟაკ-ანრი ეიროს სახლები ასევე მატჩების დროს გაქურდეს.

დატოვე კომენტარი