კლარენს ზეედორფს კამერუნის ნაკრებიდან უშვებენ
კლარენს ზეედორფს კამერუნის ნაკრებიდან უშვებენ

კამერუნის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს თანამდებობიდან დაითხოვენ. ამის შესახებ ტელეარხ „სი არ ტივის“ (CRTV) ეთერში გამოაცხადა კამერუნის კულტურის მინისტრმა მუელე კომბიმ.

მინისტრის თქმით, ზეედორფი არ შეეფერება კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. მან ასევე დაადანაშაულა ზეედორფი იმაში, რომ ვერ შეძლო გუნდის მართვა და პრობლემები შეექმნა თავის თანაშემწე პატრიკ კლუივერტთან. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ დაინტერესებულია არა თანაშემწის, არამედ მთავარი მწვრთნელის თანამდებობით.

ზეედორფმა კამერუნის ნაკრები გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მას მიზნად აფრიკის თასის მოგება დაუსახეს, მაგრამ ჰოლანდიელის გუნდმა მერვედფინალში ნიგერიასთან ანგარიშით 2:3 წააგო.