კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, – იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. 42 წლის სპეციალისტის ასისტენტი იქნება მისი ყოფილი პარტნიორი ჰოლანდიის ნაკრებში პატრიკ კლუივერტი. კონტრაქტის პირობები არ გამოცხადებულა.

ჰოლანდიელებამდე კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უგო ბროსი იყო. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კამერუნმა აფრიკის თასი მოიგო, მაგრამ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ადრე ზეედორფი ავარჯიშებდა “მილანს”, “შენჟენსა” და “დეპორტივოს“.