„კლაკსვიკი“-„დინამოს“ გულშემატკივარი პირველი არხის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე იხილავს
„კლაკსვიკი“-„დინამოს“ გულშემატკივარი პირველი არხის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე იხილავს

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკს“ 24 სექტემბერს შეხვდება.

თბილისელები ფარერის კუნძულებზე 21 ფეხბურთელით იმყოფებიან:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი.

მცველები: ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ირაკლი აზაროვი.

თავდამსხმელები: ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, აკაკი შულაია, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა, თორნიკე კაპანაძე.

უეფას ევროპა ლიგის შეხვედრა „კლაკსვიკს“ და „დინამოს“ შორის 24 სექტემბერს თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.

სულ რამდენიმე ხნის წინ გადაწყდა, რომ შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს შეუძლია საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე.