კლაისტერსი იანვარში ვერ დაბრუნდება
კლაისტერსი იანვარში ვერ დაბრუნდება

ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იანვარში დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას ვერ შეძლებს, როგორც ეს დაგეგმილი ჰქონდა.

„იმ აზრამდე მივედი, რომ ვერ შევძლებ მონაწილეობას იანვრის ტურნირებში. ამ მომენტისთვის მკურნალობას გავდივარ, რომელიც მუხლის ტრავმას უკავშირდება. ეს პრობლემაა, მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, ძალიან ვარ მონდომებული თამაშში დასაბრუნებლად. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას“, – დაწერა ბელგიელმა.

კლაისტერსი სამჯერ იყო აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული (2005, 2009, 2010), ერთხელ მოიგო ავსტრალიის ღია (2011). სამჯერ გაიმარჯვა WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე (2002, 2003, 2010). კიმი 2017 წლიდან ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრია.