კიტეიშვილს და მამაგეიშვილს, შესაძლოა, „შტურმში“ მესამე ქართველიც დაემატოს #1TVSPORT
კიტეიშვილს და მამაგეიშვილს, შესაძლოა, „შტურმში“ მესამე ქართველიც დაემატოს #1TVSPORT

მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, შესაძლოა, გრაცის „შტურმში“ ქართული დიასპორა გაიზარდოს – ოთარ კიტეიშვილს და გიზი მამაგეიშვილს „დინამოს“ მცველი გიორგი გვასალია შეუერთდეს, – ინფორმაციას გამოცემა Kleine Zeitung-ი ავრცელებს.

„გრაცის „შტურმმა“ ზედიზედ მესამედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა და სეზონი ავსტრიულ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე დაასრულა. გუნდში მნიშვნელოვან როლს სეზონის საუკეთესო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი თამაშობდა.

„შტურმის“ ვარსკვლავს ზამთარში გიზო მამაგეიშვილის სახით თანამემამულე შეუერთდა. შესაძლოა, ქართველების დიასპორა კვლავ გაიზარდოს.

ჩვენი ცნობით, გრაც-ლიბენაუში „დინამო თბილისის“ ფეხბურთელის, გიორგი გვასალიას (18 წლის) ტრანსფერი განიხილება. ქართველი 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და უკვე 43 მატჩი აქვს ჩატარებული ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში“, – წერია Kleine Zeitung-ში გამოქვეყნებულ ცნობაში.