კიტეიშვილს „ცრვენა ზვეზდა“ აკვირდება #1TVSPORT
კიტეიშვილს „ცრვენა ზვეზდა“ აკვირდება #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილს სერბეთის ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდა“ იწვევს – ინფორმაციას სერბული გამოცემა Mozart Sport-ი ავრცელებს.

„ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმის“ საკვანძო მოთამაშეა. 28 წლის ქართველმა ბუნდესლიგის 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ხელშეკრულების ვადა ზაფხულში უმთავრდება და არის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სერბეთში გადავიდეს.

კიტეიშვილი გრაცში, თითქმის ექვსი წელია, თამაშობს. მისით დაინტერესებულია ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“. სერბული კლუბის სკაუტები, დიდი ხანია, თვალს ადევნებენ კიტეიშვილს, რომელიც ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ბოლოს სერბებმა „ზალცბურგისა“ და „შტურმის“ მატჩში ნახეს.

თუმცა, „წითელ ვარსკვლავში“ ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, შეძლებს თუ არა ქართველი გუნდის უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მით უმეტეს, რომ სერბები საფრანგეთის მეორე დივიზიონის „ტროას“ შემტევი ნახევარმცველით, ლუკა ილიჩითაც ინტერესდებიან“, – ამტკიცებს სერბული გამოცემა.