კიტეიშვილმა სეზონი „ზალცბურგთან“ გოლით განაახლა - ქართველმა „შტურმი“ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული ფეხბურთის ლიდერს, „ზალცბურგს“ გაუტანა და გრაცის „შტურმს“ თამაშის გადარჩენაში დაეხმარა – 1:1.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გრაცელებმა „ზალცბურგთან“ გასვლაზე ჩაატარეს – პირველ ნახევარში ანგარიში პეტარ რატკოვმა გახსნა და მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ ორივე გუნდი უეტევდა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა „შტურმის“ კარის აღება და უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა. გრაცელებმა კი თამაშის მიწურულს მიზანს მიაღწიეს. სტუმართა შეტევა მე-80 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა და ლიდერ „ზალცბურგთან“ ორქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. კიტეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გიტანა.