კიტეიშვილმა სეზონი მესამე ადგილით დაასრულა - ქართველების „ვოლფსბერგერი“ ევროსაგზურისთვის კიდევ იბრძვის #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო გრაცის „შტურმში“, რომელიც 32-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.
„შტურმმა“, რომელმაც ჩემპიონატის ბოლო ნაწილი კარგად ჩაატარა, მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგო. კიტეიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. მისი გადაცემით განელმა თავდამსხმელმა კელვინ იებოამ გაიტანა და მოედანზე ერთი-ერთი გამორჩეული რომ იყო, მისი შეფასება მეტყველებს – საერთშორისო „პორტალმა“ „სოფასქორმა“ ქართველს 7,3 ქულა დაუწერა.
„შტურმმა“, ვენის „რაპიდის“ მსგავსად, 36 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორე ადგილზე „რაპიდი“ გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა – ვენის გუნდმა შინ „ლასკი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და გრაცელებს (+18) ბურთების უკეთესი სხვაობით (+24) აჯობა.
„ვოლფსბერგერში“ გურამ გიორბელიძე სათადარიგოებში იყო და 69-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ლოჩოშვილი სკამზე დარჩა. გუნდი 24 მაისს, კონფერენციათა ლიგის დარჩენილი ერთი საგზურისთვის პლეი-ოფში „ჰარტბერგსა“ და ვენის „აუსტრიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ვენის „აუსტრიაშ“ ინვესტორად მერაბ ჟორდანია მივიდა.
კონფერენსლიგის პლეი-ოფი
24 მაისი
„ჰარტბერგი“ – ვენის „ავსტრია“
27 მაისი
„ვოლფსბერგერი”- („ჰარტბერგი“ – ვენის „ავსტრია“)
30 მაისი
(„ჰარტბერგი“ – ვენის „ავსტრია“) – „ვოლფსბერგერი“