კიტეიშვილმა სეზონი გოლით გახსნა, მაგრამ მოედანი ნაადრევად დატოვა #1TVSPORT
კიტეიშვილმა სეზონი გოლით გახსნა, მაგრამ მოედანი ნაადრევად დატოვა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა სეზონი ოფიციალურად გახსნა და პირველი გოლიც გაიტანა. ავსტრიის თასის 1/32-ფინალში ქართველის გუნდი, გრაცის „შტურმი“ რეგიონული ლიგის „შტადლ პაურას“ ესტუმრა, 9:0 დაამარცხა და გათამაშების მეორე წრეში გავიდა.

პირველი ტაიმი გრაცელებმა 7:0 მოიგეს. ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მე-18 წუთზე გახსნა. სამწუხაროდ, ზუსტად 9 წუთში კიტეიშვილს მოედნის დატოვება მოუხდა. sky sport austria-ს ცნობით, მიზეზი მძიმე შეჯახება აღმოჩნდა.

„საწყისი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომელსაც 27-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ჯერ მარჯვენა ტერფი დაიზიანა, შემდეგ კი ბურთი თავით დაბლოკა, რაც სერიოზული შედეგებით დასრულდა“, – წერს sky sport-ის ავსტრიული გვერდი.

ჯერ კიტეიშვილის მდომარეობაზე სხვა არაფერია ცნობილი. თუმცა, იმედია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა რთული არ იქნება.