კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შტურმმა“ „კლაგენფურტი“ დაამარცხა #1TVSPORT
კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შტურმმა“ „კლაგენფურტი“ დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში „კლაგენფურტს“ უმასპინძლა და დამაჯერებალდ დაამარცხა – 7:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბუნდესლიგის მე-14 ტურის საშინაო მატჩში გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 61-ე წუთამდე ითამაშა, ამ დროს „შტურმი“ უკვე 5:0-ს იგებდა და მწვრთნელმა ოთარი დაასვენა.

38-ე წუთზე დანიელმა თავდამსხმელმა, მიკა ბირითიმ გოლი 28 წლის ქართველი ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ოთარ კიტეიშვილის თამაში 7.8 ქულით შეაფასეს.

14 ტურის შემდგე ავსტრიის ბუნდესლიგაში „შტურმმა“ 32 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეოერადგილოსან ვენის „რაპიდს“ ხუთი ქულით ასწრებს.