კიტეიშვილმა რჩეული წიგნები დაასახელა - კლუბებში სიარულს კარგი წიგნის წაკითხვა მირჩევნია
კიტეიშვილმა რჩეული წიგნები დაასახელა - კლუბებში სიარულს კარგი წიგნის წაკითხვა მირჩევნია

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევრმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდთან ინტერვიუში სამი საყვარელი წიგნი დაასახელა.

„პერიოდი, რომელსაც ახლა ყველა გავდივართ, იოლი არაა. მაგრამ მნიშვნელოვანია, ვისარგებლოთ ამ ვითარებით. გასულ კვირას, ჩვენი მოთამაშეებისგან მუსიკალური რჩევები მივიღეთ. დღეს კი ჩვენს ჯადოქარ ნახევარმცველსა და წიგნების „ჭიას“, ოთარ კიტეიშვილს დახმარება წიგნების არჩევაში ვთხოვეთ“, – ასე ახასიათებს „შტურმის“ ოფიციალური ვებგევრდი ქართველ ფეხბურთელს.

„კლუბებში სიარული არ მიყვარს. თავისუფალი დროს მირჩევნია, მეუღლესთან ერთად ვიყო ან კარგი წიგნი წავიკითხო. ინგლისურ და ქართულ ენებზე ვკითხულობ. ასე ინგლისურის ცოდნასაც ვაუმჯობესებ. გერმანული კი ჯერ ისე არ ვიცი, წიგნები რომ წავიკითხო”, – ამბობს კიტეიშვილი.

ოთარ კიტეიშვილის სამი რჩეული ნაწარმოები:

1 „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (ინგლ. To Kill a Mockingbird) — ამერიკელ მწერალ ჰარპერ ლის რომანი, რომელიც 1960 წლის 11 ივლისს გამოიცა. მან ავტორს უდიდესი წარმატება მოუტანა,

2 „მისტერიები“ (ნორვ. Mysterier) — ნობელის პრემიის ლაურეატის, ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის ფსიქოლოგიურ მოდერნისტული რომანი. პირველად 1892 წელს ნორვეგიაში გამოიცა. კრიტიკოსები მას მწერლის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ.

3 – გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“.

„შტურმის“ ვებგვერდზე ავსტრიელ გულშემატკივრებს ქართველი მწერალი და მის რომანი გააცნეს: „გურამ დოჩანაშვილი თბილისში დაიბადა. იგი ისტორიკოსია, მაგრამ მუშაობდა გაზეთ „მნათობის“ პროზაული განყოფილების გამგედ. რომანი „სამოსელი პირველის“ პირველი ნაწილი 1975 წელს გამოიცა, მეორე – 1978 წელს და მესამე ნაწილი და ოთხი მოთხრობა კი – 1980 წელს. რომანი დაფუძნებულია უძღები შვილის სახარებისეული იგავის მოტივებზე. რომანი, სადაც მრავალი დასამახსოვრებელი პერსონაჟია, ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე“.