კიტეიშვილმა მზადება დაიწყო - „შტურმმა“ თერთმეტი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა და გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგისა და ევროსეზონისთვის მზადება ავსტრიის სამთო საკურორტო ქალაქ შლადმინგში დაიწყეს და კლუბის იუბილეც აღნიშნეს.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების შემდეგ 25 წლის ნახევარმცველმა დაისვენა და კლუბს დაუბრუნდა, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
მანამდე „შტურმმა“ დაარსებიდან 100 წლის იუბილე ვოიცბერგში ამხანაგური მატჩით აღნიშნა, სადაც ადგილობრივი „ვოიცბერგი“ 11:0 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
შლადმინგის საწვრთნელი შეკრების შემდეგ „შტუმრი“ „მერკური არენაზე“ 9 ივლისს საკონტროლო შეხვედრას თურქულ გრანდ „გალათასარაისთან“ გამართავს. მანამდე სამი სპარინგი ავსტრიულ კლუბებთან დაგეგმეს.