კიტეიშვილმა მატჩის ბოლოს ითამაშა - „შტურმი“ „ლაციოს“ დაუზავდა #1TVSPORT
კიტეიშვილმა მატჩის ბოლოს ითამაშა - „შტურმი“ „ლაციოს“ დაუზავდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა გრაცის „შტურმში“ რომის „ლაციოსთან“ ევროპის ლიგის მესამე ტურის მატჩი, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი ფორმაში შესვლას ცდლობს, მაგრამ ჯერ ძირითად შემადგენლობაში ვერ დაბრუნდა. კიტეიშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე ძირითად დროზე დამატებულ მე-5 წუთზე გამოჩნდა.

ავსტრიელებმა იტალიური გუნდს „მერკური არენაზე“ უმასპინძლეს, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულა მოიპოვეს. 81-ე წუთზე „შტურმის“ ბოსნიელ მცველს, იუსუფ გაიზბეგოვიჩს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და „ლაციოს“ ბოლო წუთებზე უპირატესობის გამოყენების შანსი ჰქონდა, მაგრამ მასპინელთა აკრის აღება ვერ მოახერხა.

ევროპის ლიგის F ჯგუფში ასეთი ვითარებაა – „ლაციო“ და „შტურმი“ 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო 3-3 ქულით „ფეიენოორდი“ და „მიდტიულანდი“ არიან.

H ჯგუფში „ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში „ფერენცვაროშს“ უმასპინძლა, მაგრამ ქართველებს არც ერთ გუნდში არ უთამაშიათ. სერბული კლუბის განაცხადში ირაკლი აზაროვი არ იყო, ხოლო უნგრეთის ჩემპიონის სამატჩო ოქმში გიორგი ხარაიშვილი ვერ მოხვდა.