კიტეიშვილმა კვიპროსის ჩემპიონის წინააღმდეგ ითამაშა - „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში საკონტროლო მატჩები გამართა.
ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მესენდორფის საწვრთნელ ცენტრში ჯერ ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ფრიდბერგში, ლიმასოლის „არისს“ შეხვდა.
„შტურმმა“ „პარტიზანთან“ 2:1 მოიგო – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამ შეხვედრაში დაასვენეს. კვიპროსის ჩემპიონთან, ლიმასოლის „არისთან“ დაპირისპირებაში კი კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. თამაში ავსტრიელებმა 2:0 მოიგეს.
სამშაბათს, 18 ივლისს „შტურმი“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს უკვე მშობლიურ „მერკურ არენაზე“ გამართავს და თურქულ გრანდს – სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლებს.