კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - „შტურმმა“ „აუსტრიას“ მოუგო #1TVSPORT
კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - „შტურმმა“ „აუსტრიას“ მოუგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ ვენის „აუსტრიასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.

ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში გამართულ 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. შეხვედრა „აუსტრიამ“ უკეთ დაიწყო და მე-10 წუთზე ტაბაკოვიჩის გოლით დაწინაურდა. მართალია, „შტურმის“ თავდამსხმელმა, სარკარიამ (23-ე წუთზე) წიანსწორობა აღადგინა, მაგრამ 39-ე წუთზე ტაბაკოვიჩმა დუბლი შეასრულა და ვენის გუნდმა ტაიმი 2:1 მოიგო.

გადამწყვეტი გამოდგა ორწუთიანი ეპიზოდი, როდესაც „შტურმმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანა – 62-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში ისევ გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში სარკარიამ დუბლი შეასრულა და „შტურმი“ წინ გაიყვანა – 3:2.

27 ტურის შემდეგ „შტურმი“ 33 ქულით მეორე ადგილზეა და ჩამორჩენა შეამცირა ლიდერ „ზალცბურგთან“ (35), რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.