კიტეიშვილმა გაიტანა - „შტურმმა“ „ვოლფსბერგერი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
კიტეიშვილმა გაიტანა - „შტურმმა“ „ვოლფსბერგერი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ავსტრიის ჩემპიონატის ახალ სეზონში გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„შტურმი“ „ვოლფსბერგერს“ სტუმრობდა, სადაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობენ.

ანგარიში (მე-15 წუთზე) მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა „შტურმმა“ წონასწორობა მალევე (25-ე წუთზე) აღადგინა.

საკუთარი გუნდი წინ სწორედ ოთარ კიტეიშვილმა გაიყვანა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, 31-ე წუთზე გაიტანა. პირველ ტაიმში გრაცის გუნდმა კიდევ ორჯერ აიღო „ვოლფსბერგერის“ კარი.

შეხვედრის მეორე ნახევარში  გოლი აღარ გასულა და პირველი ტაიმის მონაგარი საბოლოო ანგარიშში დაფიქსირდა – 1:4 „შტურმის“ სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა ლუკა ლუჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე მოედანზე არ გამოჩენილა.

ორი ტურის შემდეგ „შტურმს“ სამი ქულა აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ვოლსბერგერი (ერთი ქულით) მე-11 ადგილზე იმყოფება.