ევროპალიგის ჯგუფიდან ერთ ნაბიჯში - კიტეიშვილმა გაიტანა, „შტურმმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპალიგის ჯგუფიდან ერთ ნაბიჯში - კიტეიშვილმა გაიტანა, „შტურმმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპალიგის ჯგუფიდან ერთ ნაბიჯში – კიტეიშვილმა გაიტანა, „შტურმმა“ დამაჯერებალდ მოიგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა გრაცის „შტურმში“, რომელიც ევროპალიგის პლეიოფის პირველ მატჩში სლოვენიურ „მურას“ ესტუმრა და ჯგუფში მოსახვედარდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მურსკა სობოტაზე“ გამართული ევროპალიგის პლეიოფის მატჩი სლოვენიელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – მეტოქის კარი ზიგა სკოფლეკმა აიღო, მაგრამ „მურას“ გულშემატკივრების სიხარული ხანმოკლე გამოდგა.

კიტეიშვილის გუნდმა მდგომარეობის გამოსოწრება და თამაშის შემოტრიალება მოახერხა. მე-18 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იაკობ იანჩერმა ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. მასპინძელთა წინააღმდეგობა კი ოთარ კიტეიშვილმა გატეხა, რომელმაც მე-60 წუთზე „მურას“ კარი მეორედ კელვინ იებოას გადაცემის შემდეგ აიღო და ავსტრიელები დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 63-ე წუთზე იებოამ დააფიქსირა.

 

საბოლოოდ, გრაცის „შტურმმა“ 3:1 მოიგო და განმეორებით მატჩამდე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მეორე შეხვედრა გრაცში 26 აგვისტოს გაიმართება და ოთარ კიტეიშვილის გუნდს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც კია აწყობს.