კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა - „შტურმმა“ „რაპიდს“ სძლია #1TVSPORT
კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა - „შტურმმა“ „რაპიდს“ სძლია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა – გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ეს ავსტრიის ჩემპიონატში, ვენის „რაპიდთან“ დაპირისპირებაში მოახერხა, რომელიც ქართველის გუნდმა 3:1 მოიგო.

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მატჩი გრაცში გაიმართა და კიეტიშვილი „შტურმის“ სათადარიგოთა შორის იყო. 23-ე ტურის შეხვედრა მისმა გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი სარკარიას (45+1) გოლებით 2:1 მოიგო.

კიტეიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, თავის გამოჩენა კი 7 წუთში შეძლო და „რაპიდის“ კარი ემეგას გადაცემით აიღო. სულ მიმდინარე სეზონში ქართველამ ნახევარმცველმა სამი გოლის გატანა მოახერხა.

გრაცის „შტურმი“ 23 ტურის შემდეგ საჩემპიონო ჯგუფში 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ სამი ქულით ჩამორჩება.