კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა, „შტურმი“ „ზალცბურგს“ დაეწია
კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა, „შტურმი“ „ზალცბურგს“ დაეწია

ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ოთარ კიტეიშვილმა მორიგი კირგი თამაში ჩაატარა და თავის გამოჩენა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ საკუთარ არენაზე „ჰატბერგს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. მოედანზე კი თავისი საქმე გააკეთა და ანგარიში გახსნა – მან თავი 22-ე წუთზე გამოიჩინა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული მე-14 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 28 ქულა დააგროვა, ქულების რაოდენობით „ზალცბურგს“ დაეწია და მასთან ერთად სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იკავებს. მაგრამ ავსტრიული ფეხბურთის გრანდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში კორონავირუსისა და ტრავმის გამო 3 შეხვედრა გამოტოვა. 11 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და „შტურმის“ ლიდერად ჩამოყალიბდა.