კიტეიშვილმა ასისტი შეასრულა - მიქაუტაძის „მეცი“ დამარცხდა #1TVSPORT
კიტეიშვილმა ასისტი შეასრულა - მიქაუტაძის „მეცი“ დამარცხდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა და გრაცის „შტურმს“ გასვლაზე „კლაგენფურტის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრა გრაცის „შტურმმა“ დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირა. ქართველმა ნახევარმცველმა 61 წუთი ითამაშა და მისი მონაწილეობით გოლი 23-ე წუთზე ტომი ჰორვატმა გაიტანა. „შტურმი“ საჩემპიონო ჯგუფში 26 ქულით გალიდერდა და ქულით გადაასწრო „ზალცბურგს“, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ კი საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსს“ ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მანამდე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. თუმცა 65-ე წუთზე მშვენიერი შანსი მიეცა და მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა.

მეცმა“ საფრანგეთი ლიგა 1-ში გამართული 26 ტურის შემდეგ მხოლოდ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.