კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ავსტრიის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ავსტრიის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ნახევარფინალისტიაგრაცელები მეოთხედფინალში ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერს, „ზალცბურგს“ ესტუმრნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. კიტეიშვილი სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. 38-ე წუთზე მისი წამოწყებული შეტევა ბოსნიელმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა შორეული დარტყმით დააგვირგვინა და „შტურმი“ დააწინაურა – 1:0.

44-ე წუთზე „ზალცბურგმასუჩიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას წესის დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. თუმცა, 76-ე წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით ბოსნიელმა ამარ დედიჩმა მაინც გაათანაბრა – 1:1.

ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „შტურმის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს, 5:4 მოიგეს, ავსტრიის თასის ნახევარფინალში გავიდნენ და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.