კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა – 1:0.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩი ქართველი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო კედლებში გამართა. კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა.

29-ე წუთზე „შტურმის“ ფეხბურთელმა, ტომი ჰორვატმა სტუმართა კარი აიღო და გრაცელები დააწინაურა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ არბიტრმა ვიდეორეფერებისგან სიგნალი მიიღო, მომენტი გადაამოწმა და „შტურმის“ ფეხბურთელს თამაშგარე დაუფიქსირა, გოლი კი გააუქმა.

ოთარ კიტეიშვილმა საგოლე შეტევა 45+5-ე წუთზე განავითარა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვესთან შეტევის განვითარების ვარიანტები არ ჰქონდა და შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთმა კი მარცხენა ძელს ჩაუქროლა.

მატჩის ბედი დამატებულ წუთზე გადაწყდა – 90+2-ე წუთზე „შტურმს“ 3 ქულა ზუსტი გასროლით დავიდ აფენგრუბერმა მოუტანა – 1:0. გრაცის გუნდი 17 ტურის შემდეგ 36 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ ლიდერ „ზალცბურგთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამეადგილოსან ლასკ-ს 9 ქულით ასწრებს.