კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო და ავსტრიის ჩემპიონატში გალიდერდა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო და ავსტრიის ჩემპიონატში გალიდერდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში ლუსტენაუს „აუსტრიას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ქართველი ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. „შტურმმა“ 28-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

თუმცა „შტურმმა“ მიზანს მაინც მიაღწია. 33-ე წუთზე მასპინძელთა კარი ვუტრიხმა აიღო. მეორე ტაიმში უპრატესობას გრაცელები ფლობდნენ, საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ბუნდესლიგის ლიდერია. თუმცა, „ზალცბურგს“ (9) ტურის მატჩი გასამართი აქვს.