კიტეიშვილის „შტურმის“ წარმატებული სტარტი - გრაცელებმა გასვლაზე „აუსტრია“ დაამარცხეს #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმის“ წარმატებული სტარტი - გრაცელებმა გასვლაზე „აუსტრია“ დაამარცხეს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა და გრაცის „შტურმმა“ სეზონი წარმატებით დაიწყეს – ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში ქართველის გუნდი ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. მისი თამაში კი 8,9 ქულით შეაფასეს. თუმცა, ამჯერად გრაცის „შტურმის“ წარმატებაში გოლით ან საგოლე გადაცემით წვლილი არ შუტანია.

„შტურმმა“ თავიდანვე კარგად დაიწყო თამაში და მე-9 წუთზე იუსუფ გაზიბეგოვიჩის გადაცემით დაწინაურდა. 32-ე წუთზე მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა – მსაჯმა „აუსტრიის“ მცველი მარვინ მარტინსი გააძევა.

„შტურმმა“ რიცხობრივი უპირატესობით ექვს წუთში ისარგებლა და მანპრიტ სარკარიას გადაცემით სიმონ ვლოდარჩუკმა გრაცელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი მე-60 წუთზე დავიდ აფენგრუბერმა დააფიქსირა და „შტურმმა“ სეზონი 3 ქულით დაიწო.