კიტეიშვილის „შტურმის“ სათასო მატჩამდე ინციდენტი მოხდა - გრაცელი გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმის“ სათასო მატჩამდე ინციდენტი მოხდა - გრაცელი გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს #1TVSPORT

ავსტრიის თასის ნახევარფინალური შეხვედრა (ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ „ლასკი“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა) დაგვიანებით დაიწყო, რადგან გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა – ინფორმაციას გამოცემა Nachrichten ავრცელებს.

ავსტრიული გამოცემის ცნობით, ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე გრაცის „შტურმის“ სექტორში მყოფ ერთ-ერთ გულშემატკივარს გადაუდებელი სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მას სტადიონზე მყოფი სამედიცინო ჯგუფი დაეხმარა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

ამის გამო „შტურმის“ – „ლასკის“ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. გრაცელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრისტიან ილცერის გუნდი ფინალში 30 აპრილს კლაგენფურტში, ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება.

გრაცის „შტურმი“ თასის ფინალში ცხრაჯერ გავიდა და გამარჯვებული ხუთჯერ გახდა. გუნდმა ტიტულისთვის ბოლოს 5 წლის წინ იბრძოლა და მოიგო. „რაპიდს“ კარგი საფინალო სტატისტიკა გააჩნია – ავსტრიის თასის ფინალში 14-ჯერ გავიდა და არც ერთხელ არ დამარცხებულა, მაგრამ ბოლოს თასის ფინალში 28 წლის წინ, 1995 წელს ითამაშა.

თასის ფინალისტები ერთმანეთს 2 აპრილს გრაცში ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში დაუპირისპირდნენ და მატჩი „შტურმმა“ დამაჯერებლად მოიგო 3:1, მესამე გოლი კიტეიშვილმა გაიტანა.