კიტეიშვილის „შტურმი“ წინ მიიწევს #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმი“ წინ მიიწევს #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონატში „კლაგენფიურტი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა. მართალია, მას თავი შედეგიანი მოქმედებით არ გამოუჩენია (გოლი, საგოლე გადაცემა), მაგრამ საკმაოდ მაღალი შეფასება (7,1) მიიღო.

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 29-ე ტურის შეხვედრა „შტურმმა“ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ტაიმი შნეგის და სარკარიას გოლებით 2:1 მოიგო, მეორე ნახევარში სარკარიამ პენალტით დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე ტეიშეირამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე მეოთხე გოლი აფენგრუბერმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

გრაცის „შტურმი“ 29 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზე და ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერს, „ზალცბურგს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კიტეიშვილის გუნდს მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვთ, ჩემპიონობის შანსს კი კვლავ ინარჩუნებს.