კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალშია #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალშია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში „ლასკი“1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცელთა თადარიგში იყო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. კიტეიშვილი „შტურმის“ მწვრთნელმა მოედანზე მე-60 წუთზე შეუშვია და ანგარიში ამის შემდეგ გაიხსნა.

„შტურმის“ მცდელობა შედეგიანად 68-ე წუთზე დაგვირგვინდა. გუნდის შეტევა დავიდ შნეგმა განავითარა, რომლის გადაცემითაც ტომი ჰორვატმა ისარგებლა და თავისიანები წინ გაიყვანა – 1:0.

ფინალში „შტურმს“ ვენის „რაპიდი“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „რიდი“ 2:1 დაამარცხა. ტიტულისთვის გადამწყვეტი მატჩი 30 აპრილს გაიმართება.