კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში „ზალცბურგი“ 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2 წუთი ითამაშა. კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გასვლაზე დაუპირისპირდა – მიუხედავად იმისა, რომ აგებდა (მე-11 წუთზე „ზალცბურგი“ უმარ სოლეტიმ დააწინაურა), თამაში მაინც შემოატრიალა.

ანგარიში 25-ე წუთზე ვილიამ ბოვინგმა გაათანაბრა, 52-ე წუთზე „შტურმი“ ტომი ჰორვატმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლების კარი 71-ე წუთზე მესამედ დავით შნეგმა აიღო და გრაცელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მართალია, „ზალცბურგის“ ნახევარმცველმა ლუკა სუჩიჩმა (79-ე წუთი) ვითარება ისევ დაძაბა, მაგრამ ნიკლას გაირჰოფერმა (81) „შტურმის“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი მასპინძელთა მოთამაშემ, ალექსა ტერჟიჩმა 90-ე წუთზე დააფიქსირა.

გრაცის „შტურმი“ ფინალში ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „ლეობენი“ 3:0 დაამარცხა. ავსტრიის თასის ფინალი 1 მაისს გაიმართება.