კიტეიშვილის „შტურმი“ „ატალანტასთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპზე ერთ-ერთ ლიდერს, „ატალანტას“ ესტუმრა, 0:5 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.
„ატალანტა“ მთელი თამაში დამაჯერებლად თამაშობდა და ავსტრიელებს თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ ჰქონიათ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდის პასიურობიდან გამომდინარე, შეტევის ორგანიზება ვერ მოახერხა.
გრაცის „შტურმი“ 7 ტურის შემდეგ 3 ქულით დარჩა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში (1/16-ფინალი) გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.