კიტეიშვილის გუნდი გავარდა - ლოჩოშვილი ავსტრიის თასისთვის იბრძვის #1TVSPORT
კიტეიშვილის გუნდი გავარდა - ლოჩოშვილი ავსტრიის თასისთვის იბრძვის #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის მერვედფინალში „რიდს“ უმასპინძლა, რომელიც ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია და მოულოდნელად დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილი სანაკრებო პაუზის დროს კლუბს ტრავმირებული დაუბრუნდა და თამაში განაახლა, მაგრამ სერიოზულად დაშავდა და ოპერაციის შემდეგ მოედანს მაქსიმუმ დეკემბერში დაუბრუნდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სათასო შეხვედრა გამოტოვა.

„რიდი“ პირველ ტაიმში დაწინაურდა, 52-ე წუთზე კი მასპინძელთა კარი მეორედაც აიღო. მართალია, იაკონ იანჩერმა 69-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ „შტურმა“ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გრაცელებისგან განსხვავებით, მეოთხედფინალის საგზური ლუკა ლოჩოშვილისვოლფსბერგერმა“ მოიპოვა. თუმცა, ქართველი მცველის გუნდს მესამე ლიგის „ლაფნიზმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ავსტრიის რეგიონული ლიგის გუნდი მასპინძელი იყო და თამაშის 77-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ „ვოლფსბერგერმა“ წონასწორობა აღადგინა, თამაში დამატებით დროში გადაიყვანა და შემდეგ 5:3 გაიმარჯვა.