კიტეიშვილის გარეშე - „შტურმი“ კიეველებთან დამარცხდა #1TVSPORT
კიტეიშვილის გარეშე - „შტურმი“ კიეველებთან დამარცხდა #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კიევის „დინამოს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

სამწუხაროდ, „შტურმს“ ამ მნიშვნელოვან მატჩში ვერ დაეხმარა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ორი კვირის წინ დაშავდა და სავარაუდოდ, გუნდს ვერც განმეორებით შეხვედრაში დაეხმარება.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, კიევის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ვიცე-ჩემპიონს პოლონეთის ქალაქ ლოძის სტადიონზე უმასპინძლა.

ანგარიში 28-ე წუთზე კიეველებმა გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან გადაცემა კარავაევმა მშვენივრად გამოიყენა და ბურთი კარის შორეულ კუთხეში გააგზავნა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის განმეორებით მატჩში გრაცის „შტურმი“ „დინამოს“ ავსტრიაში სამშაბათს, 9 აგვისტოს უმასპინძლებს.