კიტეიშვილის აღიარება – მსოფლიოს საუკეთესოებში და ავსტრიის სიმბოლურში

08:49, 04.06.2020

ცნობილი სტატისტიკური ვებგვერდი „სოფასქორი“ ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ბოლო მატჩების ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეების სიას აქვეყნებს.

ოთხშაბათს, „სოფასქორმა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული შეხვედრებიდან საუკეთესო მოთამაშეები ამჯერადაც შეარჩია – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მეექვსე ადგილზე მოხვდა.

1. სტეფან ილსანკერი 9.0

ბრემენი – ფრანკფურტი

2. სერჟიუ ოლივეირა 8,6

ფამალიკაო – პორტუ

3. ჯულიან კორბი 8.3

ჰანოვერი – დრეზდენი

4. მარვინ დაკში 8.3

ჰანოვერი – დრეზდენი

5. უილიამ როჩა 8.1

პორტიმონენსე – ჟილ-ვისენტე

6. ოთარ კიტეიშვილი 8.1

შტურმი – ვოლფსბერგერი

ამავე დროს, 24 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაში ავსტრიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან, „ვოლსბერგერთან“ ინტერნეტ-გვერდმა 8,1 ქულით შეაფასა (10-ბალიანი სისტემით) და ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ეს იმის მიუხედავად, რომ ავსტრიაში ბუნდესლიგის 23-ე ტურში კიტეიშვილის გუნდი, გრაცის „შტურმი“ „მერკურ არენაზე“ მეორეადგილოსან „ვოლფსბერგერთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მსგავსი