კიტეიშვილი ტრავმირებულია და „შტურმს“ ავსტრიის თასზე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
კიტეიშვილი ტრავმირებულია და „შტურმს“ ავსტრიის თასზე ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და გრაცის „შტურმს“, ისევე როგორც გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ვილიამ ბევინგი, ავსტრიის თასის 1/8-ფინალში „გრაცერთან“ ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა განაცხადა.

ავსტრიის ბუნდესლიგის გათამაშების ლიდერი და 2023 წლის თასის გამარჯვებული „შტურმი“ თანაქალაქელ „გრაცერს“ თასის 16-ფინალში გასული სეზონის გათამაშებაშიც შეხვდა და მეორე დივიზიონის გუნდი დიდი გაჭირვებით 1:0 დაამარცხა. კრისტიან ილცერი დერბის წინ ნერვიულობს, რომ ლიდერები დააკლდება.

„დიდი ალბათობით, „შტურმს“ მოუწევს ოთარ კიტეიშვილისა და უილიამ ბოევინგის გარეშე თამაში. ფლეიმეიკერ კიტეიშვილს აქილევსის მყესის პრობლემები აქვს, ხოლო თავდამსხმელ ბოვინგს – მცირე პრობლემები. ეს ქრონიკული ტრავმაა და არ ველოდები, რომ სათასო შეხვედრაში დაგვეხმარება. კიტეიშვილი კვირას ვენის „აუსტრიასთან“ მატჩში (0:1) ამიტომ ვერ დაგვეხმარა“, – თქვა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის 1/8-ფინალში „გრაცერს“ „მერკურ არენაზე“ შეხვდება. მატჩი 2 ნოემბერს, თილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.