კიტეიშვილი „შტურმს“ დანიელებთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT
კიტეიშვილი „შტურმს“ დანიელებთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ხუთშაბათს გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის ჯგუფის პირველ მატჩში დანიურ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება. გამოცემა sportsmole-ის ცნობით, ავსტრიის ვიცე-ჩემპიონს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

„ორივე გუნდი გასულ სეზონში შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, ამიტომ, ამჯერად სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვთ. გასულ სეზონში „შტურმმა “ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მათი საუკეთესო გამოსვლაა ბოლო ოთხ სეზონში. გუნდის მწვრთნელი კრისტიან ილცერი დარწმუნებულია, რომ გუნდი გააუმჯობესებს ევროგამოსვლას.

თუმცა, გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. იორგ ზიბენჰანდლს, „შტურმის“ პირველ მეკარეს, კუნთი აქვს დაჭიმული და ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ხუთშაბათს „მიდტიულანდთან“ სტუმრობისთვის მზად არის.სხვაგვარად მას ტობიას შუტცენაუერი ჩაანაცვლებს. გრაცელებისთვის ასევე დიდი დანაკლისია იაკობ იანჩერის, ოთარ კიტეიშვილისა და ნიკლას გეირჰოფერის არყოფნა, რომლებიც ტრავმების შემდეგ ფორმაში შედიან და ახლა მათი თამაში გამორიცხულია“, – წერს sportsmole.

შგეახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის, რომ ფორმაში შევიდეს.