კიტეიშვილი „შტურმის" ძირითადში დაბრუნდა - ლოჩოშვილი პირველივე მატჩში გააძევეს
კიტეიშვილი „შტურმის" ძირითადში დაბრუნდა - ლოჩოშვილი პირველივე მატჩში გააძევეს

ავსტრიაში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ გამოჩნდა. 23 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების სექტემბრის შეკრებაზე კორონავირუსის გამო ვერ ჩამოვიდა. საბედნიეროდ, ოთარი მალე მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა.

გრაცის „შტურმმა” „ზანკტ პიოლტენთან” გასვლაზე ითამაშა და შეხევდრა 0:0 დაასრულდა. ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრიის ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონ „ზალცბურგთან“ მატჩში „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.

სამწუხაროდ, 22 წლის ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი დაჰყო – „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, პატსონ დაკას შეჩერებისთვის ლოჩოშვილს ბოლო იმედის ჯარიმა დაუფიქსირეს და მოედნიდან გააძევეს.

ვოლფსბერგერის” განაცხადში არ ყოფილა მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე, რომელიც ავსტრიულ გუნდში ივლისში გადავიდა. იგი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. თუმცა, შევიტყვეთ, რომ 24 წლის მცველმა ვარჯშები განაახლა და დიდი ალბათობით, მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი