კიტეიშვილი ისევ გამოარჩიეს - ფეხბურთელს ავსტრიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
კიტეიშვილი ისევ გამოარჩიეს - ფეხბურთელს ავსტრიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა

საერთაშორისო სტატისტიკურმა ვებგვერდმა, „სოფასკორმა“ გრაცის „შტურმის“ შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის თამაში „ადმირასთან“ 10-ბალიან სისტემაში 8,3 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ოთარ კიტეიშვილმა მართლაც გამორჩეული თამაში ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელმა „ადმირასთან“ მე-18 წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო გრაცელებმა 4:1 მოიგეს.

„შტურმის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, „ადმირასთან“ „მერკური არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრას ავსტრიაში საქართველოს ელჩი დავით დონდუა დაესწრო, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის თამაშის ნახვა და მისი გაცნობა სურდა.