კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდშია
კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდშია

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. აღიარება ლოგიკურია, რადგან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა.

„სენტ პოლტენთანგრაცში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა გააკეთა და მაღალ დონეზე ითამაშა. კიტეიშვილს ანალიტიკურმა გვერდმა „სოფა სქორმა“ 10-ბალიან სისტემაში 7,8 ქულა დაუწერა და ორივე გუნდის მოთამაშეთა რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

კიტეიშვილის თამაში ავსტრიის ბუნდესლიგის პარტნიორმა კომპანია Sky Sport Player Index-მაც დააფასა. ახალი ანალიტიკური კომპანია OPTA მონაცემებისა და საკუთარი მეთოდოლოგიის საფუძველზე ფეხბურთელთა სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს და საუკეთესო მოთამაშეებს არჩევს.

„შტურმის“ ქართველი ლეგიონერი მე -12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. კიტეიშვილმა 451 ქულა მიიღო და საუკეთესო მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა.

დატოვე კომენტარი