კიშინიოვში ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოწოდებებით მასობრივი აქცია გაიმართა
კიშინიოვში ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოწოდებებით მასობრივი აქცია გაიმართა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასობრივი აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„მოლდოველები ევროპელები არიან და შვიდ წელიწადში ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ჩვენ, ამ ქვეყნის ხალხმა ახლა გადავწყვიტეთ, რომ მოლდოვამ თავი ასწიოს და ამაყად წავიდეს წინ, ევროკავშირისკენ“, – ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიშინიოვში გამართულ აქციაზე გააკეთა.

მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთი ანტისამთავრობო პროტესტისა და პროპაგანდის გაღვივებით მოლდოვის ევროინტეგრაციის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურ ლიდერებს შეცვლისა და მათი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის აღნიშვნისკენ მოუწოდეს.

აქციაზე იმყოფებოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპა მოლდოვას „გაშლილი ხელებითა და გულით“ მიესალმება.