კირნან დრიუსბერი-ჰოლი „ჩელსიდან“ კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი კირნან დრიუსბერი-ჰოლი კარიერას ლივერპულური „ევერტონის“ რიგებში გააგრძელებს. 26 წლის ინგლისელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელმა „ევერტონთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მერსისაიდული გუნდის ღირსებას 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაიცავს.
გასულ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა შეძლო. კარიერის განმავლობაში ის „ლუტონში“, „ბლექპულსა“ და „ლესტერ სიტიში“ ასპარეზობდა.