კირკიტაძემ „სამგურალი“ დატოვა - წყალტუბოელებმა ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატეს #1TVSPORT
კირკიტაძემ „სამგურალი“ დატოვა - წყალტუბოელებმა ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატეს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ სეზონის დასრულებას მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებით შეხვდება. მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გუნდის დირექტორატში გადაინაცვლებს, ხოლო ახალი მწვრთნელი „თელავის“ დამრიგებელი იქნება.

ცნობილი გახდა, რომ გუნდს სურს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის, 24 წლის ლევან შოვნაძის დამატება, რომელიც ქუთაისის „ტორპედოდან“ გამოდიოდა და გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვებაში დიდი როლი ითამაშა.

წყალტუბოელებმა უკვე დაიმატეს ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი ჯეფერსონ ჯერალდო. ქობულეთის „შუქურას“ 33 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაძის გუნდს შეკრებაზე შეუერთდება.

ცხადია, არის დანაკლისიც. პაპუნა ფონიავას შემდეგ, „სამგურალი“ დავით კირკიტაძემაც დატოვა, რომელმაც ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა:

„გუნდთან კონტრაქტი ამომეწურა და ურთიერთობა აღარ გავაგრძელეთ. აღარ გვქონია მოლაპარაკება, ახალი სეზონისთვის ხელშეკრულება რომ გაგვეგრძელებინა. მომავალ გეგმებზე მიდის მოლაპარაკებები და უახლეს დღეებში გაირკვევა, კარიერას სად გავაგრძელებ. რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა და მოლაპარაკება პირობებზე მიდის, გუნდების სახელებს არ დავაკონკრეტებ, მალე გაირკვევა, კარიერას სად გავაგრძელებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით კირკიტაძემ.