კირკიტაძე „სამგურალში“ ითამაშებს - ვფიქრობ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით
კირკიტაძე „სამგურალში“ ითამაშებს - ვფიქრობ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით

დათო კირკიტაძე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს – 28 წლის გამოცდილმა ფლანგის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, „სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ კლუბის ახალწვეულს სიმბოლურად „სამგურალის“ მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

„თბილისის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტის დასრულებისთანავე შემოთავაზება წყალტუბოდან მივიღე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. „სამგურალი“ მრავალი წლის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, აღმავლობის გზაზეა და ახალ საფეხბურთო სეზონს წყალტუბოში დიდი იმედებით ელოდებიან. ვეცდები, გუნდს მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო. როგორც ვიცი, გუნდი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებასა და კლუბის გაძლიერებას ცდილობს. აქ კარგი საფეხბურთო გარემოა. ვფიქრობ, „სამგურალი“ მომავალ საფეხბურთო სეზონში საინტერესო და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება“, – განაცხადა დათო კირკიტაძემ.

„სამტრედია“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“, რუსთავის „მეტალურგი“, ზუგდიდის „დინამო“, „გურია“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“, „სამტრედია“ და თბილისის „ლოკომოტივი“ – ეს ის გუნდებია, რომლებშიც კირკიტაძე კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ასპარეზობდა. აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც – 2014-2015 სეზონში ტიბერიას „ირონში“ გამოდიოდა.

კირკიტაძემ ბოლო ორი სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა. გასულ ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პლეი ოფში წყალტუბოს „სამგურალმა“ საჩხერეს „ჩიხურა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა (2:0, 1:0) და 18-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ.