კირგიოსმა ამერიკის ღია ჩემპიონატის ჩატარებას იდიოტიზმი უწოდა

15:12, 10.07.2020

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად ამერიკის ღია ჩემპიონატის ჩატარების შესახებ აზრი გამოთვა:

„ბოლო დღე-ღამეში ამერიკაში 50 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და იქ აპირებენ ღია ჩემპიონატის ჩატარებას ჩოგბურთში – ეს სრული იდიოტიზმია“,- დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კირგიოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჩატარება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლითა არის დაგეგმილი. გათამაშება მაყურებლების გარეშე გაიმართება.

მსგავსი