კირაკოზაშვილი და ახალკაცი ნახევარფინალში გავიდნენ | დიორი 2018
კირაკოზაშვილი და ახალკაცი ნახევარფინალში გავიდნენ | დიორი 2018

დღეს, უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი იცავს.

თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ.) ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც იგი ნიდერლანდელ  ჯიმ ჰეიზმანს დაუპირისპირდება.

იგივე წონაში ნახევარფინალურ ეტაპზე მეორე ქართველი სპორტსმენიც იჭიდავებს. ვლადიმერ ახალკაცი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, სტუარტ მაკვატს შეხვდება.

რაც შეეხება ალეკო მამიაშვილს, 74 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე აზერიბაიჯანელ რუფატ მამადოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.