კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „იქსზე“ წერს.

როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგებას.

„კირ სტარმერმა ასევე გამიზიარა დონალდ ტრამპთან საუბრის დეტალები, რომლის დროსაც განიხილეს პარიზში ლიდერების უახლესი შეხვედრის შედეგები და პუტინზე ზეწოლის მნიშვნელობა“, – წერს ზელენსკი.

თავის მხრივ, სტარმერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, ხელს შეუწყობს უკრაინის შესახებ დეტალური დაგეგმვის შემდეგ ეტაპს.

ამასთან, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ლიდერებმა ბუჩის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების მესამე წლისთავზე პატივი მიაგეს მოკლული უკრაინელების ხსოვნას.