კირ სტარმერი - სირიელი ხალხი ასადის ბარბაროსული რეჟიმის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და ჩვენ მივესალმებით მის წასვლას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიესალმება ბაშარ ალ-ასადის „ბარბაროსული რეჟიმის“ დაცემას, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„სირიაში ბოლო საათებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უპრეცედენტოა. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს რეგიონში და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. სირიელი ხალხი ასადის ბარბაროსული რეჟიმის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და ჩვენ მივესალმებით მის წასვლას“, – განაცხადა სტარმერმა.