კირ სტარმერი – დიდი ბრიტანეთი მზადაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში დახმარებისთვის

01:26, 14.10.2025

დიდი ბრიტანეთი მზადაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში დახმარებისთვის, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი როლი. კერძოდ, მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგსა და „ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებით“, – თქვა სტარმერმა.

მისი თქმით, „ჰამასის“ განიარაღება ძალზედ მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის.

მსგავსი