კირ სტარმერი - ბრიტანეთი მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევას, ახლა შეთანხმება სრულად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს
დიდი ბრიტანეთი მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით კი მძევლებისთვის, მათი ოჯახებისა და ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს“, – განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს.
„მადლობელი ვარ ეგვიპტის, კატარის, თურქეთისა და შეერთებული შტატების დაუღალავი დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელსაც ჩვენი რეგიონული პარტნიორები უჭერენ მხარს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯის უზრუნველსაყოფად. ეს შეთანხმება ახლა სრულად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს და თან ახლდეს ღაზაში სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ჰუმანიტარული დახმარების ყველა შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაასრულონ ომი და შექმნან საფუძველი კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობისკენ მდგრადი გზის დასაწყებად. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დაუყოვნებლივ ნაბიჯებს და მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო გეგმის სრული განხორციელება“, – განაცხადა სტარმერმა.